ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ფალსიფიცირებულ “ფეირის” ამზადებდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ფალსიფიცირებულ „ფეირის“ ამზადებდნენ.

უწყების თანამშრომლებმა  8 943 ბოთლი ჭურჭლის სარეცხი საშუალება “ფეირი” და დიდი ოდენობით შესაფუთი მასალა ამოიღეს.

“უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით ხორციელდებოდა „ფეირის“ სამარკო ნიშნით იაფფასიანი სარეცხი საშუალების ჩამოსხმადა საქართველოს მასშტაბით, როგორც ბრენდირებული სარეცხი საშუალების რეალიზაცია” – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

იტვირთბა....