არჩევნები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ISFED: მოქალაქეები გვატყობინებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი სახელით “კვლევა” ტარდება

“ჩვენი გვერდის მომხმარებლები გვატყობინებენ, რომ დაუდგენელი პირები მათ ტელეფონზე ჩვენი სახელით უკავშირდებიან”, – ამიs შესახებ განცხადებას ”საერთაშორისო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უცნობი პირები მოქალაქეებს მათი სახელით, ”ანონიმური კვლევის ფარგლებში” ეკითხებიან, თუ ვის აძლევენ ხმას.
“როგორც ჩვენი გვერდის მომხმარებლები გვატყობინებენ, დაუდგენელი პირები მათ ტელეფონზე ”საერთაშორისო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების” სახელით უკავშირდებიან, რათა ”ანონიმური კვლევის ფარგლებში” გამოჰკითხონ ინფორმაცია კონკრეტული ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობისა და სავარაუდო არჩევანის შესახებ როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში.
გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ტიპის კვლევას ჩვენი ორგანიზაცია არ ახორციელებს. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ ჩვენი სახელი მათთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. რეალურად მათ არაფერი აქვთ საერთო ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან”.
თუ ფლობთ ინფორმაციას მსგავსი ფაქტების შესახებ, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ჩვენს Facebook გვერდზე პირადი შეტყობინების სახით”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....