არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გიორგი აბდალაძე: ვაშაძე სატყუარაა, ძალაუფლების ხელში აღება სააკაშვილს უნდა

ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს უარი უნდა ეთქვას.

როგორც მან ვერის ბაღში, საპროტესტო აქციაზე აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე არის ბუტაფორია, რეალურად, ძალაუფლების ხელში აღება მიხეილ სააკაშვილს სურს.

„ამ ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს უარი უნდა ეთქვას, ,,ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს, რათა  ,,ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე და უარი უთხრას მიხეილ სააკაშვილს. ვაშაძე ბუტაფორიაა. ძირითადად სააკაშვილს უნდა ძალაუფლების ხელში აღება. ვაშაძე არის სატყუარა, რომელმაც მთავარი ფუნქცია უნდა შეასრულოს, რომ შეიწყალოს ეს ბანდა. ისევ შეკრიბოს და დაიწყონ მერე მოქმედება. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება.

თუ ვინმე განაწყენებულია „ოცნებაზე“, წინ არის საპარლამენტო არჩევნები წელიწად-ნახევარში. შეწყალების უფლება არ უნდა მივცეთ ამ ჯალათებს, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც ვითხოვთ თითოეული“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

იტვირთბა....