არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ია მეტრეველი: ხალხის დიდი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე, რადგან განაწყენებული იყო “ოცნებაზე”

„ეს არის საზოგადოებრივი შეკრება, საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ გავაგებინოთ „ნაციონალურ მოძრაობას“”, – ამის შესახებ განაცხადა ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველმა ვერის ბაღში, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მისივე თქმით, ხალხის დიდი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე, რადგან განაწყენებული იყო ოცნებაზე, მაგრამ ახლა ყველა აცნობიერებს, სისხლიანი რეჟიმის დაბრუნების საშიშროებას.

„ეს არის საზოგადოებრივი შეკრება. საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ გავაგებინოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მათ დაბრუნებას. ვინაიდან დავდექით ისეთი სიტუაციის წინაშე, რომ შეიქმნა საფრთხე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება დაბრუნდეს. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ხალხის დიდი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე, რადგან განაწყენებული იყო ოცნებაზე, მაგრამ ახლა ყველა აცნობიერებს უკვე, რისი საშიშროებაა – იმ რეჟიმის დაბრუნების. ამას არ დაუშვებს ქვეყანა, რომ სისხლიან რეჟიმში უკან დავბრუნდეთ და ამიტომ, ჩვენ აქ ვიკრიბებით ამისთვის, რომ გაიღვიძოს ყველამ, იმ ადამიანებმა ვისაც დაეზარა, ვინც განაწყენებულია. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ყველამ გააცნობიერა და მეორე ტურში დიდი გამარჯვებით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
ცნობისთვის, ვერის ბაღში საზოგადოების წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს იხსენებენ.

იტვირთბა....