ახალი ამბები მედია მთავარი

“იმედის” ჟურნალისტი – დავტოვე ტელეკომპანია, სადაც რვა წელი გავატარე

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა.

“დავტოვე ტელეკომპანია “იმედი” არხი, სადაც უკანასკნელი რვა წელი გავატარე. წავედი სახლში, მხოლოდ სახლში – დროებით!!!!

ბევრ კარგ ამბავს ველი ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. ძალიან მამხნევებს თქვენი ყურადღება
მინდა ჩემ კოლეეგებს წარმატებები ვუსურვო, მათ შორის, წარმატეტებს ვისურვებ იმ ადამიანებს ვინც ჩემი ამ ნაბიჯიდან “ვერაფერიც” ვერ გაიგო, არაუჭირს. “იმედისგან” გამოვიყოლე ძალიან ბევრი მოგონება, გამოცდილება და საკმარისზე მეტი კარგი ადამიანი! რაც მთავარია, ჩემი მეგობრები წარმატებას ვუსურვებ “იმედის კვირას”, სადაც ძალიან კარგი ადამინები და პროფესიონალები მუშაობენ”, – წერს ბრაჭული.

შეგახსენებთ, რომ ბრაჭულამდე “იმედი” ჟურნალისტმა მართა არდაშელიამაც დატოვა. სწორედ ამ ორ ჟურნალისტზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არხი დატოვეს.

ფოტო: “FUNTIME”

იტვირთბა....