თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.
ოქრუაშვილის განცხადებით, ქვეყანა ჩიხშია შესული და ჩიხიდან გამოყვანა სჭირდება.
“თქვენ ამას რამდენად შეძლებთ, ხალხზეა დამოკიდებული და მინდა, რომ წარმატება გისურვოთ”, – ამბობს ოქრუაშვილი და დასძენს, რომ როდესაც საქმე ქვეყანას ეხება, შეუძლია ძველი წყენა დაივიწყოს.
ვაშაძემ კი უპასუხა, რომ დიდი ხანია მასთან შეხვედრა სურდა.
“მეტრონომი” გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს, რომელსაც აქვეყნებს მოძრაობა “ძალა ერთობაშია” სათაურით: “წყენისა და გაუცხოების დასასრულის დასაწყისის კიდევ ერთი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში”!
წყენისა და გაუცხოების დასასრულის დასაწყისი
წყენისა და გაუცხოების დასასრულის დასაწყისის კიდევ ერთი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში! ▪ #ძალაერთობაშია #ერთადჩვენგავიმარჯვებთ #ერთადჩვენშევცვლით
Gepostet von ძალა ერთობაშია / Strength in Unity am Samstag, 3. November 2018