საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სრულ თანადგომას უცხადებს ენზელ მკოიანს.
როგორც კობახიძემ განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ძალიან მაღალი შედეგი იყო, რამაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გააღიზიანა
ჩვენ, სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელ ენზელ მკოიანს. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში იყო ძალიან მაღალი შედეგი, რამაც გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ცდილობენ, ერთგვარი შეტევის მიტანას ახალქალაქსა და ნინოწმინდაზე. ისინი იყენებენ არასწორ მეთოდებს და ამ არასწორი მეთოდების შედეგი იყო სამწუხარო ინციდენტი, რომელიც ახალქალაქში მოხდა. კიდევ ერთხელ ვუცხადებ, თანადგომას ენზელ მკოიანს. რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ კიდევ ერთხელ განმეორდება ეს მაღალი შედეგი და კიდევ უფრო მაღალი შედეგი, რომელიც დაფიქსირდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ენზელ მკოიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი, მას აქვს სრული თანადგომა ჩვენი გუნდის მხრიდან”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობას“ პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ასეთ პროვოკაციებს, კანონის ჩარჩოებში მკაცრი პასუხი ექნება.
ამაზე საბოლოო პასუხს გასცემს სამართალდამცავი ორგანო. რაც შეეხება ჩვენს ინფორმაციას და ეს ინფორმაცია დასტურდება მტკიცებულებებით, კონფლიქტი დაიწყო სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც პროვოკაცია მოაწყო ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე და ეს იყო რეალურად ამ პროვოკაციის საფუძველი. შესაბამისად, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ასეთ პროვოკაციებს ექნება ძალიან მკაცრი პასუხი კანონის ჩარჩოებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.