ბათუმში ნატოს ხუთი სამხედრო ხომალდი შემოვიდა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი SNMCMG2 დღეს შემოვიდა.
შენაერთის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი „FGS RHEIN” (გერმანია), ხომალდები: “TCG ERDEMLI” (თურქეთის რესპუბლიკა), “BRG STIBAR” (ბულგარეთი), ”ROS DIMITRIE NICOLESCUE” (რუმინეთი) და „SPS TURIA” (ესპანეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს II რანგის კაპიტანი, ფრანკ მაგინსკი ხელმძღვანელობს.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავმისადგომში 5 ნოემბრამდე დარჩებიან, ისინი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს უკვე მეხუთედ სტუმრობს. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.