ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

გიორხელიძე: ეროვნული ბანკი რაიმე განსაკუთრებულს ვერ გამოაცხადებს

“ლარის კურსი აბსოლუტურად გაუგებარი პროგნოზირების საზღვრებშია, ასე რომ ეროვნული ბანკი რაიმე განსაკუთრებულს ვერ გამოაცხადებს“, – ამის შესახებ “მეტრონომს“ ეკონომიკის ექსპერტმა, დემურ გიორხელიძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის პოლიტიკაში არ ჩანს, რომ ეკონომიკის განვითარება და დასაქმება რაიმე პრიორიტეტია, თუმცა ეს არა მათი, არამედ ხელისუფლების ბრალია.

„ეს არის პარლამენტის ბრალი, რომელიც ამტკიცებს ეკონომიკურ პოლიტიკას. არ ვიცი განსაკუთრებული რა უნდა მოხდეს, ჩვეულებრივი და ძალიანა არასასურველი პროცესი მიდის, რომლის მიზანი პრინციპში გაუგებარია. ის რომ ობიექტური პრობლემები არსებობს ეს ერთი მხარეა, ფაქტია ქართული ფული ცოტაა და დოლარიზაციის მაჩვენებელიც უზარმაზარია, მაგრამ ასეთი ამპლიტუდით რომ ირხეოდეს ევროპაში ან ამერიკაში ვალუტა წელიწადში ორჯერ- სამჯერ, ყველა ეკონომიკა დაინგრეოდა.  ჩვენთან კი ეს ხდება წელიწადში უამრავჯერ. არც ვიცი რას გამოაცხადებს ეროვნული ბანი, მაგრამ ის რომ ლარის კურსი აბსოლუტურად გაუგებარი პროგნოზირების საზღვრებშია, ეს თავისთავად ცხადია.  რა უდნა ეროვნულ ბანკს მე არ მესმის, არ ვიცი რა უნდა გამოაცხადოს, რაიმე განსაკუთრებულს ვერ გამოაცხადებს, ცხადია ლარი კიდევ მოიშვებს“ – განაცხადა დემურ გიორხელიძემ და დასძინა, რომ ლარის კურსი არის სუსტი ქართული ეკონომიკის და ძალიან ცუდი პოლიტიკის შედეგი.

„არჩევნებს აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლებას აქვს ყველა რესურსი და ბერკეტი, მაგრამ რას  ან რისთვის აკეთებს გაუგებარია“, – განმარტა ექსპერტმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი დღეს, 17:00 საათზე ლარის ახალი კურსს გამოაცხადებს.

იტვირთბა....