aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ხალხმა არა ზურაბიშვილის კანდიდატურა, არამედ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააპროტესტა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ფრაქცია „ ქართული ოცნება – სოციალ- დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხალხმა არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, არამედ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააპროტესტა.

ჟორჟოლიანი იმედოვნებს, რომ მეორე ტურში საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს.

„ხალხის დიდმა ნაწილმა გამოხატა უკმაყოფილება ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდოგომარეობის მიმართ და არა კანდიდატის მიმართ. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ძალიან კარგი კანდიდატია.  მეორე ტურში საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ უარს ეტყვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მან დაიკავოს არა ხელისუფლება, არამედ ასეთი მნიშვნელოვანი პოსტი და ხალხი გამოხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას მათ მიმართ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრას პრეაიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა გუშინაც გაიმართა.

 

 

იტვირთბა....