ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის განცხადებით, კახი კახიშვილი კარგი პიროვნებაა, მაგრამ ის რომ დაეყენებინათ პრეზიდენტობის კანდიდატად, „ნაციონალური მოძრაობა“ მასაც მოუძებნიდა კომპრომატებს.
როგორც მამალაძემ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, მმართველი გუნდის პირობებში მან ქვეყანაში სამართალი ვერ იპოვა, თუმცა საზოგადოებამ მხარი მაინც სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუჭიროს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი გამოვა და მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს. დიდი შეცდომა დაუშვეს „ქართულ ოცნებაში“, რომ ამბობენ სხვა უნდა დაგვეყენებინაო. რა მნიშვნელობა აქვს ვის დააყენებდნენ. კახა კახიშვილი ყველანაირად კარგი პიროვნებაა ნამდვილად, მაგრამ კახიშვილი რომ დაეყენებინათ რა „ნაციონალები“ იმას არ მოუძებნიდნენ კომპრომატებს? ათას რამეს დააბრალებდნენ. ეს მათი სტილია.
საზოგადოებას მინდა მივმართო: დავანებოთ ძიძგილაობას თავი, ჩვენი მთავარი ამოცანაა მხარი დავუჭიროთ სახელმწიფოს. სალომე ზურაბიშვილი არავის ყურმოჭრილი მონა და არავის დასმული არ იქნება. ერთხელ დასმული პრეზიდენტი მივიღეთ, რომელიც არაფრისმაქნისი იყო და ახლა მაინც გვინდა პრეზიდენტი, რომელიც იქნება პრინციპული და არ იქნება პარტიული“, – განაცხადა ლევან მამალაძემ.
იტვირთბა....