ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა პეტრე – ადამიანი, რომლისთვის საეკლესიო კანონები უმთავრესია, “ჰელოუინში” მონაწილეობას არ მიიღებს

“ჰელოუინი” დაკავშირებულია გარკვეული ტიპის რიტუალებთან. შესაბამისად, მორწმუნე და მართმადიდებელ ადამიანს, რომლისთვისაც მთავარია საეკლესიო კანონები, ამ ტიპის რიტუალში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, საქართველოში, ბოლო რამდენიმე წელიწადია, ეს დღესასწაული მოდაში შემოვიდა. ამას არა მხოლოდ მოზარდები, არამედ ცნობილის სახეებიც უერთდებიან, – ამის შესახებ მამა პეტრე კოლხმა “მეტრონომს” “ჰელოუინის” დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა.

მამა პეტრეს თქმით, მთავარია თუ როგორ აღნიშნავენ ამ დღესასწაულს ადამიანები.

“31 ოქტომბერს, როდესაც აღინიშნება “ჰელოუინი” ჩვენი ქვეყნის ცნობილი სახეები იმოსებიან სხვადასხვა კოსტუმებით და აწყობენ კარნავალს.ყურადღება უნდა გავამახვილოთ თუ როგორ აღნიშნავენ ქართველები ამ დღესასწაულს -როგორც რიტუალს თუ როგორც გასართობ ღონისძიებას.

მორწმუნე ადამიანისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. “ჰელოუნის” ფორმა და ხასიათი მართმადიდებლურ ეკლესიასთან წინააღმდეგობაში მოდის. თუმცა, თუ მეგობრები იკრიბებიან, ერთობიან, მღერიან და ცეკვავენ და დღესასწაული მხოლოდ ერთად შეკრების საბაბია. მოზარდებს რაც არ უნდა ავუკრძალოთ, ამაში მონაწილეობას მაინც მიიღებენ. ამიტომ, ასეთი აქცენტი არ უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არის რაღაც ჯადოსნური რიტუალი. როგორც სხვა საერო დღესასწაულებს აღნშნავენ “ჰელოუინიც” მსგავსი ტიპის თუ იქნება, არაფერია საგანგაშო.

თუმცა, როგორც რიტუალს და რელიგიური ჩანასახის მატარებელ დღესასწაულს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. ჩემი აზრით, ახლა ეს საშიში არაა. თუ ამას არ მივაქცევთ ყურადღებას და არ ვუწოდებთ რელიგიას, თინეიჯერებსაც ნაკლები ინტერესი ექნებათ”, – განაცხადა პეტრე კოლხმა.

დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.

დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატანილი იქნა ირლანდიელი მიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა.

იტვირთბა....