არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილს, ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე მეტად უნდა, ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბოს”

„კარგად ვიცნობ მიშა სააკაშვილს, ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე მეტად უნდა, რომ მეორე ტურამდე ქვეყანაში მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია“, – ამის შესახებ „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფეისბუქ ლაივისას” განაცხადა.
მან მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის მიზეზები განმარტა.
„მე ვერც ერთ კონკრეტულ პოზიციაზე ვერ დავდებ თავს. მომავალში, როდესაც იქნება ასეთი საკითხი, სადაც პარტიული პოზიცია უნდა დააფიქსიროს „გირჩმა“, მე, ზურა ჯაფარიძე, აღარ განვაცხადებ პირად პოზიციას, პოზიცია იქნება საერთო, რომელსაც „გირჩის“ ყველა წევრი მიიღებს. ვფიქრობ, ასე უფრო სწორი იქნება.
„კარგად ვიცნობ მიშა სააკაშვილს, ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე მეტად უნდა, რომ ეს ერთი თვე, მეორე ტურამდე მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია ქვეყანაში და აირიოს. მისი სურვილია, რომ მაქსიმალური ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ახლაც მგონია, რომ ასე უყურებს ამ რეალობას, ამაში დარწმუნებული ვარ. გაპრეზიდენტების მერე არამგონია, მალევე ჩამოვიდეს, ჯერ გარანტიები სჭირდება, რომ არ დაიჭერენ. 2019 წელს დაიწყებენ ბევრ საუბარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ მგონია, რომ ვერ გაიტანენ და მივალთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, თუმცა გირჩს შეიძლება ისიც აწყობდეს, რომ ვადამდელი არჩევნები გაიმართოს. აჯობებს ბიძინა ძალაუფლება არ იყოს ისეტი მონოლითური, როგორიც იყო „ნაციონალების“ ძალაუფლება ბოლოში”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე და დასძენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში „გირჩი“ ვერ იარსებებდა.

ზურა ჯაფარიძე მისი გადაწყვეტილების შესახებ

Gepostet von გირჩი / Girchi am Mittwoch, 31. Oktober 2018

იტვირთბა....