ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ალბერტინას მუზეუმი ჰელოუინს ფიროსმანის ნახატით გვილოცავს

ვენის ალბერტინას მუზეუმი დამთვალიერებელს ჰელოუინს ნიკო ფიროსმანის ნახატით – „დათვი მთვარიან ღამეში“ ულოცავს და მოუწოდებს გამოფენა დაათვალიერონ.

„ბნელი და ცოტა საშიში, ჰელოუნისთვის ზუსტად შესაბამისი“ – ვკითხულობთ მუზეუმის ოფიციალურ Facebook გვერდზე, ნახატის დახასიათებისას.

ცნობისთვის, აღნიშნული ნახატი 1914 წელს არის შესრულებული.

A Wanderer Between Worlds – ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების გამოფენა, რომელიც მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება, 26 ოქტომბერს გაიხსნა და 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის 29 ნამუშევარი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, ასევე, 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914 “(აღნიშნულ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“) და არქიტექტორ, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით Table Of Pirosmani, რომელიც სწორედ მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.

https://www.facebook.com/AlbertinaMuseum/photos/a.259613042950/10155940416832951/?type=3&theater

იტვირთბა....