ახალი ამბები მედია მთავარი სოციალური ქსელი

მერაბ მეტრეველი – ზურაბიშვილის ადგილზე, მაგრად გავლანძღავდი ჟურნალისტებს

ჟურნალისტი მერაბ ემტრეველი სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ჟურნალისტებისთვის კომენტარზე უარის თქმას ეხმაურება და წერს, რომ კომენტარი არგაკეთებაც პოზიციაა.

“როდესაც ადამიანი გასაგებად გეუბნება, რომ არ აკეთებს კომენტარს და პრესკონფერენციაზე მოგიწვევს, მაინც პირში მიკროფონის ჩათხრა და მის ირგვლივ სვავებივით ტრიალი, რომელი ჟურნალისტური სდანტარტია? კომენტარის არგეკეთებაც პოზიციაა და სრულიად საკმარისი შეფასების გასაკეთებლად, რომ სახელისუფლებო კანდიდატი, სხვებისგან განსხვავებით, მეორე დღეა იმალება და არჩევნების შედეგებზე პოზიცია არ გამოუხატავს. რაღა საჭიროა მთელი 5 წუთი მიკროფონის პირში თხრა და ერთი და იგივე კითხვის დასმა? სალომე როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი არ მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტების ასეთი საქციელი მომეწონება. სალომეს ადგილზე მაგრად გავლანძღავდი ჩემს კოლეგებს”, – წერს მეტრეველი.

შეგახსენებტ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა “რუსთავი 2-ისა” და ტვ “პირველის” ჟურნალისტების კითხვებს პასუხი არ გასცა და უთხრა, რომ როდესაც დაიბარებდა, მერე უპასუხებდა კითხვებს.

იტვირთბა....