“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელობას მიმართვს და ახსენებს მათს, რომ 2007 წელს მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მოკავშირე ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ივანიშვილი.
“კიდევ ერთი რჩევა “ტვ იმედის” ხელმძღვანელობას (არა ჟურნალისტებს, რომლებსაც პატივს ვცემ და ზოგიერთი ძალიანაც მიყვარს )
თქვენ რომ მძიმედ გამოიარეთ, იმ წლებში, მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მოკავშირე ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ის ბრძენი კაცი, ბატონიბიძინა.
ხოლო მთლად ნაშვიდნოემბრალზე, იცით ვინ იყო მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის აქტიური სახე და ვინ დარბოდა ნაცმოძრაობის მაისურებით გადაცემებში მიშას მხარდასაჭერად?
არც მეტი, არც ნაკლები – კახი კალაძე.
მჭევრმეტყველებით მაშინ ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ მიშას ხოტბას მაინც ჩინებულად ასხამდა.
ჰოდა.. იქნებ, არქივში დაძებნოთ და ბატონი კახის მაშინდელი გამოსვლებიც გაუშვათ-ხოლმე საგანგებო რეჟიმში, ემანდ ვინმე პირსისხლიანი რომ არ გამოგვრჩეს.
არა? კაი მაშინ…”, – წერს კახიძე.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იმედი” მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადავიდა.