არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩევანი სააკაშვილის მთავრობის ორ მინისტრს შორის: ხიდაშელი აცხადებს, რომ მათ შორის საერთო უფრო მეტია ვიდრე განსხვავება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, რომელიც 2 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს, კომენტარს აკეთებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი. გადაცემაში „360 გრადუსი“ მან განაცხადა, რომ პირველ ტურში დაბალი აქტივობა ბიძინა ივანიშვილის და მთელი „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

“ჩვენ მეორე ტურში გვყავს ორი კანდიდატი, რომლებიც თანაბრად მიუღებელია. ის, რომ არჩევნებზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა და რომ მოსახლეობას არჩევანი ორ პოლუსს შორის უწევს, დამსახურებაა იმ პოლიტიკისა და მიდგომის, რომელსაც მმართველი პარტია ატარებდა. ჩვენ მეორე ტურში გვყავს ორი კანდიდატი, რომლებიც თანაბრად მიუღებელია და ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ორივე მათგანს უთხრა უარი. თავისი არსით, შინაარსით, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ორ წევრს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება, რომელთაც უფრო მეტი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ვიდრე განსხვავება”. – აცხადებს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში 1-პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის, რაც იმას გულისხმობს, რომ მეორე ტური გაიმართება.

იტვირთბა....