შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ ჟურნალისტებს განუცხდა, რომ გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს, იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა.
მისი თქმით, მას ბრალი წარედგინა 141-ე მუხლის საფუძველზე, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
დაკავებულს დაუმძიმდა ბრალი და 141-ე მუხლის საფუძველზე წარედგინა. დაემატა მუხლი 141-ე, რომელიც არის გარყვნილი ქმედება. დამატებით გეტყვით იმას, რომ არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა საბანაძემ.
შეგახსენებთ, 9 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ოჯახი 25 ოქტომბრის დილიდან ეძებდა, მოკლული იპოვეს. ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოშია ნაპოვნი. ნანა ბერიაშვილი სახლიდან დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.