პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მეორე ტურთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ბურჯანაძის თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი ფიქრობს შესაბამის გადაწყვეტილებაზე.
“ამ ეტაპზე, არ ვაპირებ რამე განცხადების გაკეთებას ჩემს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მე და ჩემი თანაგუნდელები არსებული ვითარების სერიოზულ ანალიზს ვაკეთებთ, ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის მეორე ტურთან დაკავშირებითაც და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩავთვლით საჭიროდ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში 1-პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის, რაც იმას გულისხმობს, რომ მეორე ტური გაიმართება.