არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველა ბრძოლას მოვიგებთ თუ დარჩებით ისეთივე თავისუფლები როგორიც ახლა ხართ”

გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში, არჩევებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

“რამდენიმე რამის თქმა მინდა და ამით დავიწყებ;

მადლობა ყველას ვინც ხმა მიეცით გირჩს

36,000 ადამიანი ხართ ასეთი ამ ქვეყანაში

პოლიტიკური მოძრაობისთვის, რომელმაც პირველად მიიღო მონაწლიეობა არჩევნებში, რომელსაც ერთი ოფისი აქვს, რომელსაც მხოლოდ ფბ აქვს საკომუნიკაციოდ, რომელსაც არ ჰქონია არც ერთი ფასიანი სატელევიზიო რეკლამა, რომელსაც არ აქვს საკუთარი ტელევიზია, რომელიც დაპირისპირებულია ძალაუფლების ყველა წერტილთან ამ ქვეყანაში, რომელიც იცავს გამორჩეულად არაპოპულარულ იდეებს, რომელიც ჯორივით დგას პრიციპებზე რომელთა დიდი ნაწილი არათუ არ ესმის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, არამედ, პირიქით, აგრესიას იწვევს, რომელსაც საკუთარი რელიგია აქვს შექმნილი და რომელმაც ამ რელიგიური ორგანიზაციის შემოწირულობის ყუთი გატეხა არჩევნებამდე 4 დღით ადრე რომ ფბ-ზე რამდენიმე ვიდეო დაებუსტა – კარგი შედეგია

არც ერთ სხვა პარტიას არ ჰყავს თქვენნაირი გულანთებული მხარდამჭერები

არ არსებობს ძალა რომელიც ჩვენ გაგვაჩერებს. არ არსებობს იდეა რომელიც დაამარცხებს თავისუფლების იდეას

დიდი მადლობა გირჩის წევრებს!

ის რაც ჩვენს ჯგუფში ხდება არის სრულიად ახალი ფენომენი ქართული პოლიტიკური რეალობისთვის

არ არსებობს ამ ქვეყანაში პარტია რომლის წიაღშიც ამდენი დისკუსია, კამათი, ერთმანეთის ლანძღვა და ერთმანეთის გამხნევება იქნება

ბოდიში რომ ხშირად ვერ ვარ ჯგუფში ისეთი აქტიური როგორიც უნდა ვიყო

თქვენ ხართ გირჩი

ის რაც თქვენ ბოლო ერთ თვეში, და განსაკუთრებით გუშინ, ფბ-ზე მოაწყვეთ, აქამდე არასოდეს მომხდარა ამ ქვეყანაში

ყველა ბრძოლას მოვიგებთ თუ დარჩებით ისეთივე თავისუფლები როგორიც ახლა ხართ

დიდი მადლობა გირჩელებს, რომლებიც ბოლო ორი თვეა თავდაუზოგავად მუშაობდით არჩევნებისთვის, საქართველოში და ქვეყნის გარეთ

განსაკუთრებული მადლობა გირჩელებს რომლებიც გუშინ საარჩევნო უბნებზე გაიყინეთ ხმების დათვლის მოლოდინში

მადლობა ყველას ვინც ჩვენთან ერთად იწვალეთ, ინერვიულეთ, გაერთეთ
ეს მხოლოდ გზის დასაწყისია

არ დაიღალოთ. არ გაჩერდეთ. არ დანებდეთ

და ყველა ბრძოლას მოვიგებთ ” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:

დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

იტვირთბა....