ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო გარემო მთლიანობაში იყო მაინც საკმაოდ ნეგატიური.
მისი თქმით, ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი იყო ან თეთრი ან შავი და მედიისა და ამომრჩევლის ამ პათოსით გაჟღენთვის მცდელობა ხდებოდა.
თვალშისაცემი იყო ის, რომ წინასაარჩევნო გარემო მთლიანობაში იყო მაინც საკმაოდ ნეგატიური. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ორგანიზაციების მიმართ ძალიან ნეგატიური შეტევა იყო, რამაც თავის მხრივ გავლენა მოახდინა კამპანიაზე. გავლენა ასევე მოახდინა სავარაუდოდ კორუფციის შემთხვევებმაც. ზოგადად, ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი იყო ან თეთრი ან შავი, ანუ ან ჩვენთან ხარ ან ჩვენს წინააღმდეგ. სხვათაშორის, ასევე ხდებოდა მედიისა და ამომრჩევლების ამ პათოსით გაჟღენთის მცდელობა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. რასაკვირველია მოქალაქეები მოელიან უფრო მეტ დემოკრატიას და ჩვენ მოველით, რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდება,“ – განაცხადა ლორა თორნტონმა.
ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი – 38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე – 10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება