„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ წინასწარი ზეიმი უდროაა რადგან წინ მეორე ტურია, სადაც უნდა გაიმარჯვოს.
გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებს, გუნდის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.
არავითარი წინასწარი ზეიმი, წინ არის არჩევნების მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია. ღირსების არჩევნებში მოქალაქეებმა მტკიცე პოზიცია გამოხატეს. ძალიან დიდი მადლობა მხარდამჭერებს, გუნდის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მოვიდნენ არჩევნებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო „ევროპულ საქართველოს“, დავით ბაქრაძეს, რომელმაც უმაღლესი სტანდარტის პოლიტიკური ჟესტი გააკეთა და მადლობა „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელსაც გვიან ღამით შევხვდი. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დანარჩენი პარტიებიც ამას მალე გააკეთებენ და ეს იქნება ყველა მინუს ერთი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გუშინ რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, მეორე ტურის შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს ხმას.
ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი – 38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე – 10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება