არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ვთქვათ, მოდი “გირჩის” მხარდამჭერებო დალაგდით და ხმა სხვას მიეცითო

“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ის ამომრჩეველს სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემას არ მოუწოდებს.

“მე, პირადად, არ მაქვს გადაწყვეტილი როგორ უნდა მოვიქცე მეორე ტურში. ვფიქრობ, “გირჩის” მხარდამჭერებს დამატებითი მოწოდება არ ჭირდება. ჩვენი ამომრჩეველი გონიერი ხალხია და მათი აზრით სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობენ. მიგვაჩნდა, რომ თუ მათი პირველი არჩევანი იყო “გირჩი”, მეორე არჩევანსაც ჩემი ჩარევის გარეშე გააკეთებენ.

პირადად, ჩემს მორალურ პოზიციაზე არჩევნებამდე ვიფიქრებ. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ვთქვათ, მოდი “გირჩის” მხარდამჭერებო დალაგდით და ხმა მიეცით ამას. ჩვენ მხარდამჭერებს ამას არ ვაკადრებთ. უბრალოდ, ჩვენ გამოვთქვამთ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პოზიციას. ჩვენ მხარდამჭერებს “გირჩი” მოწონთ და რა თქმა უნდა, ჩვენ შემდეგ პოლიტიკურ არჩევანშიც თავისუფლები არიან. შეიძლება ნაფიქრი არ ქონდეთ და ჩვენ რა უნდა ვუთხრათ იმ ხალხს, “გირჩს” რახან აძლევდი ხმას, ახლა ვაშაძეს მიეცი, რამ გაყო “გირჩი” და ვაშაძეო?! ეს ხომ სისულელეა და მსგავსი რამ არ მოხდება”, – აცხადებს ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში “გირჩის” ლიდერს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

“Zurab Japaridze ზურა, ცოტა ხანს გადავდოთ მარიხუანა და ლიბერტარიანიზმი. შენი, დათოს და ვაშაძის ერთობლივი ხმები, მაგალითად, მთაწმინდაზე, უკვე 50%-ზე ბევრად მეტია. გაგვიკეთე ისეთი განცხადება, ქე რომ ყველანი ველოდებით”, – წერს ჯაფარიძე.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმები 3703 უბანზე დათვალა, რაც თითქმის 100%-ია.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ხმები ასე გადანაწილდა:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება.

ამავდროულად, “ევროპულმა საქართველომ” და “რესპუბლიკურმა” პარტიამ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს მხარდაჭერა.

11 სექტემბერს “მეტრონომთან” ინტერვიუში ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მეორე ტურში ის საკუთარ ამომრჩეველს არავის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს.

იტვირთბა....