ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

კახიძე ივანიშვილს – უტიფარი და ყველაფრის მკადრებელი ნაძირალა ხართ

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

“ბატონო ბიძინა, ხალხი ნახირი არ არის, თქვენ რომ გეგონათ.

ეს ქვეყანა არ არის როსიისკი კრედიტი და ყველაფერი ფულზე არ ხურდავდება.

გქონდათ შანსი, ქვეყანა წინ წაგეყვანათ, მაგრამ ამისი არც სურვილი გქონიათ და არც კომპეტენცია.

ცხადი იყო, რომ ის სიმახინჯე, რაც თავზე მოახვიეთ საქართველოს, დიდხანს ვერ გასტანდა. ბევრი შანსი მოგცათ ქართველმა ხალხმა, მაგრამ ვერ შეირგეთ.

ჯერ ხომ მთელ ერს შეუნიღბავი მოღალატე წარუდგინეთ მომავალ პრეზიდენტად და ესეც არ იკმარეთ, არჩევნების დღეს, ზაზა სარალიძეს, რომლის შვილის მკვლელსაც თქვენი მონები ხელს აფარებდნენ, ბრალი წაუყენეთ, ასეთი თავხედი, უტიფარი და ყველაფრის მკადრებელი ნაძირალა ხართ. ხოდა მიიღეთ კიდეც საზოგადოების პასუხი. ეს პირველი სერიაა, კინო აწი იწყება.

თქვენ მიერ დაჭაობებული ქვეყანა მაინც წავა წინ და აუცილებლად მიაღწევს წარმატებას”, – წერს კახიძე.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმები 3703 უბანზე დათვალა, რაც თითქმის 100%-ია.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ხმები ასე გადანაწილდა:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება.

ამავდროულად, “ევროპულმა საქართველომ” და “რესპუბლიკურმა” პარტიამ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს მხარდაჭერა.

იტვირთბა....