ტელეწამყვანი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხალხმა ივანიშვილს სილა გააწნა.
“დილით შედეგები “ოცნებისთვის” კიდევ უფრო კატასტროფული გამხდარა. ის რომ ექვსი წლის წინ პანჩურით გაგდებულ ნაცებს დღეს არჩევნების მოგების რეალური შანსი გაუჩნდათ, მხოლოდ ივანიშვილის საოცარი უტიფრობის და არაადაკვატურობის ბრალია! ხალხმა მას ამ ყველაფრის გამო სილა გააწნა, თუმცა იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ რამეს მიხვდება. ალბათ ყველაფერს ისევ რ2-ს დააბრალებს და მხოლოდ იმას ინანებს, რომ ეს არხი არ დახურა”, – წერს მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმები 3703 უბანზე დათვალა, რაც თითქმის 100%-ია.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ხმები ასე გადანაწილდა:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი – 38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე – 10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება