“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ შეთანხმება ძალაშია და მეორე ტურში “ევროპული საქართველო” გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს.
“ევროპული საქართველოს ეგზიტპოლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებია:
1. გრიგოლ ვაშაძე – 37%;
2. სალომე ზურაბიშვილი – 34%;
3. დავით ბაქრაძე – 17%;
4. ყველა სხვა – 12%.
ვულოცავ ქართულ საზოგადოებას ხელისუფლების კანდიდატის დამარცხებას.
რასაკვირველია, პირობისამებრ, ევროპული საქართველო მეორე ტურში მხარს დაუჭერს ოპოზიციის კანდიდატს.
დიდი მადლობა ჩვენ ყველა მხარდამჭერს. ახლა იწყება მთავარი – ხმების დათვლა და მათი დაცვა.
ხელისუფლებას ვურჩევ, არ იკადროს უკადრებელი და არ სცადოს ხალხის ნების უგულებელყოფა. აღიარონ მარცხი და მოემზადონ მეორე ტურისთვის (და წინასწარ შეეგუონ, რომ იქაც დამარცხდებიან).
საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება”, – წერს კახიძე.