არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმაური ბათუმის მეცხრე საარჩევნო უბანზე: ოპოზიცია ამომრჩეველზე ზეწოლას აპროტესტებს

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ბათუმის მეცხრე საარჩევნო უბანზე  “ქართული ოცნების” აქტივისტები საარჩევნო უბნის გარეთ, ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებენ.

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” განმარტავს, რომ ავტომობილებში მობილიზებული აქტივისტები ფულით ცდილობენ ამომრჩევლის მოსყიდვას, ასევე ადგილზე იმყოფებიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ ხმის მისაცემად მისულ ადამიანებზე.

მომხდარ ფაქტზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაწერეს საჩივარი, რასაც უბანზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

იტვირთბა....