“რესპუბლიკური” პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მიერ ზაზა სარალიძისადმი გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“სიტყვებს ვერ ვპოულობ, ეს კაცი სარალიძეზე ამ საზიზღრობებს რომ საუბრობს! როგორ არ ეშინია?!
ღამეები რომ არ ძინავს “რუსთავი 2-ის” გამო და შეიძლება, ბოღმამ დაახრჩოს ეკა კვესიტაძის შეკითხვებს “სათანადოდ” პასუხი რომ ვერ გასცა, ამას აშკარად არ ეშველება.
არადა, პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე და საუკეთესო ანალიტიკოსობაზე!”, – წერს სამნიძე.