aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: 9 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია

aviabiletebi
ავიაბილეთები

9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

33 წლის დამნაშავე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის გამო, ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 9 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ოჯახი 25 ოქტომბრის დილიდან ეძებდა, მოკლული იპოვეს. ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოშია ნაპოვნი. ნანა ბერიაშვილი სახლიდან დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.

იტვირთბა....