ახალი ამბები მედია მთავარი ციტატა

ნინია კაკაბაძე – “POST TV” პარტიული და პრორუსული ტელევიზიაა

მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ გადაცემა “რეაქციაში” სოციოლოგ ვაკა გორგილაძეს პარტიულ ტელევიზიებთან საუბრისას უთხრა, რომ მაშინ, როდესაც “რუსთავი 2-ის” პარტიულ ტელევიზიობაზე საუბრობენ, “POST TV-ზეც” თქვას, რომელშიც მუშაობას და რომელიც ასევე პარტიულია.

“ბატონი ვაკა გორგილაძე, რომელიც შალვა რამიშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის ტლევიზიის თანამშრომელია და ამბობს, რომ “რუსთავი 2” პარტიული ტელევიზიაა. “POST TV” პარტიული ტელევიზიაა. ერთ-ერთი პირდაპირ ქვედანაყოფია, პრორუსულია, მაგრამ კარგით, ყველაფრის უფლება გაქვთ. კი ბატონო “რუსთავი 2″ პარტიული ტელევიზიაა, მაგრამ თქვენი ტელევიზიაც რომ არის, ეგეც აღიარეთ”, – განაცხადა კაკაბაძემ.

იტვირთბა....