არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე – საქართველოში, ხელისუფლებაში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდებიან ის პოლიტიკური პარტიები და პიროვნებები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე

სპოერტის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის თქმითაცსაქართველოში, ხელისუფლებაში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდებიან ის პოლიტიკური პარტიები და პიროვნებები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე.

“ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი ძალიან მნიშვნელოვანია. საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი..

საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, დღეს სწორი მიზნების დასახვა, სწორი არჩევანის გაკეთება და ამ მიზნისკენ მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ წლების მანძილზე, პირადად მე და ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობას  თავი არ დაუზოგავს, რომ ეს ქვეყანა უკეთესი ყოფილიყო, ვიდრე წლების წინ – თავისუფალი, მშვიდობიანი, საკუთარი მოქალაქეების, ადამიანის სიცოცხლის დამფასებელი და რაც ყველაზე მთავარია, მომავალზე ორიენტირებული.

ჩვენ განვამტკიცეთ ყველა ის ინსტიტუცია,რომელიც არის საფუძველი ქვეყნის სწორად განვითარების და საიმედო გარანტი იმისა, რომ საქართველოში, ხელისუფლებაში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდებიან ის პოლიტიკური პარტიები და პიროვნებები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე. ჩაგრავდა მათ და აყენებდა შეურაცხყოფას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფოტო: “1ტვ”

იტვირთბა....