არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს”

“ქართული ოცნების” ღონისძიების მსვლელობისას, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

“რა თქმა უნდა, არსებობს იმის ალბათობა, რომ შედგეს მეორე ტური, მაგრამ აქაც სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. ახლა საჭიროა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება რომ საქმე პირველივე ტურში გამარჯვებით დავასრულოთ” – განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, არჩევნების წინ, რომელიც 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, დღეს ორი სხვადასხვა კვლევა გამოქვეყნდა. ერთი კვლევა ეკუთვნის “ქართულ ოცნებას”, ხოლო მეორე EDISON RESEARCH-ს.

იტვირთბა....