სოციალური ქსელი

კახიძე სააკაშვილს – ავღანეთში არჩევნები მოვიგეთო, ყუთები 28 ოქტომბრამდე დალუქულია… თავს რატომ იხდით დასაცინად?

“ავღანეთში საჯაროსო დანაყოფში არჩევნები მოვიგეთო.

კი მაგრამ – ექსიტპოლი იქ არ ყოფილა, ხმის მიცემა ფარულად ტარდება და ყუთი დალუქულია, 28 ოქტომბრამდე ვერავინ გაიგებს შედეგს.

ჰოდა, რატომ იხდით თავს სრულიად საქოცეთის დასაცინად? რა სპორტია ეს? არ გინდათ, რომ თქვენ სიტყვას ფასი ჰქონდეს?

თუ იქაც “შიდა კვლევა” ჩაატარეთ?”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთო კახიძემ სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტის სტატუსის საპასუხოდ დაწერა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ავღანეთის ქართულ საჯარისო დანაყოფებში გრიგოლ ვაშაძემ არჩევნები მოიგო.

იტვირთბა....