სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის გორის მერიასთან მომხდარ ინციდენტში დაზარალებულად არ ცნეს.
“საქართველოს პროკურატურამ არ მცნო დაზარალებულად!
ახალგაზრდა ბიჭი ხარ და აიტან, ეგ არაფერიო.
საქართველოს პროკურატურამ ვერ მიაგნო ნაგვის თავზე დაყრაში შეურაცხყოფის კვალს და უარი თქვა გორელი ჩინოვნიკის მკაცრ ან საერთოდ დასჯაზე!
ძალიან ცუდად დაამთავრებთ მეგობრებო, ჩემს შვილს და სამშობლოს ვფიცავარ!”, – წერს მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “დიამ” გაავრცელა კადრები თუ როგორ დაამხო თავზე თემურ მანველიშვილმა, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა მაქარაშვილს ნაგვის ურნა თავზე.
ფაქტზე გამოძიება გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (1) მუხლით.