არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები პოლიტიკა

“ზურაბიშვილმა სტუდიაში შემოსვლისას მე და ვაშაძეს გამარჯობა არ გვითხრა”

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებელზე გუშინ გამართულ დებატებში, რომელშიც მასთან ერთად პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და “ნაცმოძრაობის” კანდიდატი გროგოლ ვასაძე მონაწილეობდნენ, იმაზე ისაუბრა თუ როგორი პრეზიდენტი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილი.

“მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი, რადგან საქართველოს ზეპარტიული პრეზიდენტი მართლაც სჭირდება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება, თუმცა ამ სტუდიაში შემოსვლისას მე და გრიგოლ ვაშაძეს გამარჯობა არ გვითხრა. როგორც შეიძლება ის ყველას პრეზიდენტი იყოს მაშინ, როცა გამარჯობას არ გეუბნება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის ამ ნათქვამს სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა.

 

იტვირთბა....