არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთი საუკუნე გავიდა და პოსტპოსტსაბჭოთა სისტემა უნდა დასრულდეს, თავისი ფარული ჩანაწერებით”

პრეზიდენტობის კანდიდატის,  სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, პოლიტიკური ძალის ლიდერი, ის არის საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოების ლიდერი. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემა “არჩევნების 2018”-ში განაცხადა.

„ეს არის მთავარი ევროპული გეზი. დასრულება იმ ერთი საუკუნის, იმ საბჭოთა წყობის, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები კარგად გრძნობდნენ თავს, ერთი საუკუნე გავიდა და პოსტპოსტსაბჭოთა სისტემა უნდა დასრულდეს, თავისი ფარული ჩანაწერებით, სიძულვილით, ერთმანეთის დასმენითა და გაუთავებელი შურისძიებით. არ გვინდა წარსულში დაბრუნება, არავის დაბრუნება არ გვინდა, გვინდა დამშვიდებული და ახალი საზოგადოება, რომელიც თავის დაუცველ ფენებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს. ვიქნები ის ქალი პრეზიდენტი, რომელიც იზრუნებს იმ ფენებისთვის, რომლებიც დღეს არიან გაჭირვებაში, სჭირდებათ მეტი ყურადღება და სახელმწიფო რესურსების მათზე გადანაწილება. ეს იქნება ჩემი ევროპული საქართველო ხვალინდელი დღის, ჩემი ქართული საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის დებატები. ესენი არიან,  – გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობიდან”, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს “ქართული ოცნება” უჭერს და დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოდან”.

იტვირთბა....