ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოპოზიციის ბრალდებებს კახა კალაძე იუმორით პასუხობს (ვიდეო)

დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და ამომრჩეველზე ზეწოლას ეხებაოდა, კახა კალაძე ხუმრობით გამოეხმაურა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საპასუხო სატელეფონო ჩანაწერი წარუდგინა.

მისი თქმით, ამ ჩანაწერში საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რეკავენ სატრანსპორტო კომპანიაში და მითითებას აძლევენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ მხარი.

ჩანაწერში კახა კალაძე, სავარაუდოდ, მერიის პრესსამსახურის თანამშრომელს ესაუბრება.

„მეც მაქვს ჩანაწერი, რომელიც მოვიპოვე და მგონია, რომ აუცილებელია გამოძიება დაიწყოს, ახლა მოგასმენინებთ ამ ჩანაწერს:

“- გიორგი ხართ ხომ?

– დიახ, გისმენთ,

– სატრანსპორტო კომპანიიდან გაწუხებთ, თქვენ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხომ იყავით მოსულები?

– ვიყავით.

– ოჯახით ხომ?

– კი, ნათესავები წამოვიყვანეთ,

– წელსაც ხომ აპირებთ მოსვლას?

– რა თქმა უნდა, მთელი ოჯახით მოვდივართ, ნათესავებიც მომყავს.

– ხმას ვის აძლევთ, გაქვთ ხომ მითითება მიღებული?

– ხმას ვაძლევ „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინც დაგვაკარგინა ქვეყნის 20%.

– ძალიან კარგი.

ნაციონალურ მოძრაობას“ დავალება გაუცია სატრანსპორტო კომპანიაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მისცენ ხმა, როგორც 2017 წელს. ალბათ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის, ოღონდ ოპოზიციის მხრიდან. ეს ძალიან ცუდია და საარჩევნო გარემოს აზიანებს“-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციამ სატელეფონო ჩანაწერი წარადგინა, სადაც ავტორი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, შოთა კარასაშვილსა და სტელა ხაჩატურიანს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი კომპანიის თანამშრომლებს ეკითხება, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

იტვირთბა....