პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუწოდა და განაცხადა, რომ 7 ნოემბერის დანაშაულებებზე არა არასმთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბროს, არამეს იმ კოლეგებთან ვინც გვერდით უზის.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხან გაგაკრიტიკებს, ხან არ გაგაკრიტიკებს. ბოლო პერიოდში კი ჩვენი ხელისუფლება საკმაოდ დიდ კრიტიკას იმსახურებს“ – დასძინა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კოპენჰაგენის საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, 7 ნოემბრის აქციის დაშლაში „საკუთარი წვლილის“ შეტანაში დაადანაშაულა.