ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

Financial Solutions Group – კომპანია, სადაც მთავარ აქცენტს ხარისხსა და პროფესიონალიზმზე აკეთებენ

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Financial Solutions Group 15 წლის წინ დაარსდა და ქართულ ბაზარზე უკვე დიდი ნდობით სარგებლობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი დავით ლომსაძე, „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ ამ სფეროში მუშაობა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.

„ჩვენი საქმიანობა საინტერესოსთან ერთად ძალიან მძიმე და შრომატევადია.

კომპანიას ჰყავს ისეთი თანამშრომლები, რომლებიც უკვე შვიდ წელზე მეტია აქ მუშაობენ. მათ უდიდესი გამოცდილება აქვთ. ნამდვილი პროფესიონალები არიან. ჩემი გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებს ვინც უძლებს საქმის სირთულეს და დარწმუნებული ვარ დარჩებიან ამ სფეროში, მათთვის კომპანიის წილის მიცემას ვაპირებ“ – საკმაოდ დასაფასებელი და არაორდინალური მიდგომა აქვს დავით ლომსაძეს საქმის მიმართ.

Financial Solutions Group-ს აქვს ბუღალტრული პროექტები, აუდიტი, შეფასება, იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურება. ბუღალტერია ყველაზე დატვირთულია, შემდეგ აუდიტoრული  მომსახურება.

საკონსულტაციო მომსახურებაში შედის კომპანიის ფინანსური და მენეჯერული მართვა.

„ჩვენi კომპანია დიდ ხანია საშემფასებლო საქმიანობას ეწევა, რომელიც მოიცავს როგორც ბიზნესის, ისე კომპანიის შეფასებას. ბიზნესის შეფასება,  ქართულ ბაზარზე, ახლახანს შემოვიდა,  მაგრამ Financial Solutions Group ამ საქმიანობით, ჯერ კიდევ 10 წლის წინ აქტიურად დაინტერესდა. სწორედ ამიტომ, Financial Solutions Group-ს საქართველოში საკმაოდ ცნობილი კომპანიები ჰყავს შეფასებული. მაგალითისთვის გეტყვით, ბორჯომის ქარხანას, რომლის ხელმძღვანელობას სურდა კრედიტის აღება, ბანკმა ეს საქმე ჩვენ მოგვანდო“ – გვითხრა დავით ლომსაძემ.

Financial Solutions Group-ში პროფესიონალი და ინტელექტუალი ადამიანები არიან დასაქმებული. მთავარი ის არის, ეს ადამიანები, დარწმუნებულები არიან, რომ ამ სფეროში სასურველ შედეგებს მიაღწევენ, როგორც პირადი კვალიკაციისთვის, ასევე კომპანიის ხვალინდელი დღისთვის.

“მძიმე პროექტებს არასდროს ვერიდებით. ვინც უძლებს ამ სირთულეებს არ ვუშვებ არსად და მათ წახალისებას ვცდილობ. ასევე გვაქვს ანაზრაურებადი სტაჟირებები. მე არ შემიძლია ადამიანი ვამუშაო და ამაში ხელფასი არ გადავუხადო“ – განაცხადა დავით ლომსაძემ.

“მეტრონომის” ერთი ვიზიტი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, დავრწმუნებულიყავით, რომ საქმე გვაქვს მართლაც წარმატებულ კომპანიასთან და რაც მთავარია, ისეთ გუნდთან, რომელსაც საკუთარი საქმე უყვარს. ყოველი თანამშრომელი გრძნობს პასუხისმგებლობას იმ სფეროში, რომელშიც თითოეულ დეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

“ჩვენი პროფესია გულისხმობს ინფორმაციის მიღებას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კლიენტთან დავას. ხშირად კლიენტმა არ იცის ვინ არის აუდიტი და ჯადოქარი ჰგონიათ. ჩვენ კლიენტს ვთავაზობთ მხოლოდ იმას, რისი გაკეთებაც (გამოსწორებაც) შესაძლებელია. ჩვენი მომსახურება არ არის ზედაპირული. ბოლომდე ვასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას“ – განაცხადა Financial Solutions Group-ის დამფუძნებელმა „მეტრონომთან“.

ბაზარზე არსებული სხვა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიებისგან განსხვავებით, Financial Solutions Group უმაღლესი ხარისხით, პროფესიონალიზმითა და პასუხიმგებლობით გამოირჩევა.

„ჩემ კომპანიას აქვს ორი უპირატესობა – ჩვენი ფასები კლიენტებისთვის მისაღებია და ყველა კლიენტს ხარისხიანად ვემსახურებით. რაც მთავარია, ყველა კლიენტს ვეუბნებით, იმას, რაც მათ რეალურად სჭირდებათ. ხშირ შემთხვევაში, რასაც კლიენტი გვთხოვს მას ეს მომსახურება არ სჭირდება, ამიტომ ჩვენი კომპანია ყოველთვის ზუსტ, სწორ მითითებებს და რეკომენდაციებს აძლევს. სხვებთან შედარებით Financial Solutions Group სტაბილურია. ჩემი თანამშრომლების განათლებაში ფულს არ ვზოგავ და სწორედ ამიტომ გვაქვს უმაღლესი ხარისხი“ – განაცხადა დავით ლომსაძემ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია დაზღვეულია საკანონმდებლო ხანდაზმულობის სრული ვადით. სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით, რომლებსაც დაზღვევის ვადა 1 ან 2 წელი აქვთ, Financial Solutions Group ამაშიც ინოვატორია და ეს ვადა 5-დან 6 წლამდე აქვს.

“სადაზღვევო კომპანია იმიტომ მაზღვევს, რომ მან იცის სად არის უმაღლესი ხარისხი“ – აცხადებს დავით ლომსაძე.

Financial Solutions Group – ეს არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, სადაც მთავარ აქცენტს ხარისხსა და პროფესიონალიზმზე აკეთებენ.

 

www.fsgroup.ge

FSG Linkedin -ზე

FSG Facebook -ზე

 

იტვირთბა....