ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წულუკიანი საერთაშორისო ფორუმზე ჭორაობით დარტყმას საკუთარ ქვეყანას აყენებს”

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კრიტიკას, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიგამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სამოქალაქო სექტორზე სრულიად უადგილო შეტევაა.

კოპენჰაგენის საერთშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე წულუკიანის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ დაკავშირებით გაკეთებული კრიტიკული განცხადების პასუხად აღნიშნა, წულუკიანი საერთაშორისო ფორუმზე ჭორაობით დარტყმას საკუთარ თავს და ქვეყანას აყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„იმის მაგივრად, რომ პასუხი გასცეს ბრალდებებს, რომელიც სავარაუდო კორუფციასთან და კონკრეტული ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს, პირად თავდასხმებზე გადმოდის და სამოქალაქო სექტორზე სრულიად უადგილო შეტევებს აგრძელებს.

მაშინ, როდესაც სტრუქტურულ რეფორმებს ვითხოვდით ანტიკორუფციული მიმართულებით, იგნორირებას უკეთებდა ამ მოთხოვნას. არ დაუჭირა მხარი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის ინიციატივას, რომლის საჭიროებაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩინა.

ამის სანაცვლოდ იმეორებს დაუსაბუთებელ ბრალდებებს და ფაქტობრივად ჭორაობს საერთაშორისო ფორუმზე, რითაც პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებს დარტყმას და წამოაჩენს არასერიოზულად და შემდეგ ქვეყანას, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განუცხადა გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა კოპენჰაგენის საერთშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, 7 ნოემბრის აქციის დაშლაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....