ცესკომ სამართალდარღვევად არ მიიღო ახალქალაქის მერის მოადგილის, არმენ მარანგოზიანის ფეისბუქის გვერდზე, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტის გაზიარება.
არმენ მარანგოზიანმა საოლქო კომისიაში განმარტა, რომ ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტი არა თავად, არამედ 1-2 ოქტომბერს, პირადი მობილურით, ცოლმა გააზიარა.
მარანგოზიანი ამბობს, რომ ინფორმაცია თავისი მობილური ტელეფონით გაზიარდა და არა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკით. შესაძლო კანონდარღვევაზე რეაგირებისთვის ცესკოს საჩივრით ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა მიმართა.
“ჩემი სოციალური ქსელის ვებგვერდით ვსარგებლობ არა მარტო მე, არამედ ჩემი მეუღლეც, მადონა ოგანესიანი”- განაცხადა მერის მოადგილემ.
მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ სამართალდარღვევის ოქმი ამ საქმეზე არ შეადგინა, მარანგოზიანის ფეისბუქგვერდზე ზურაბიშვილის სააგიტაციო ინფორმაცია დღეს, 22 ოქტომბერს აღარ იძებნება.
საჩივრის თანახმად, არმენ მარანგოზიანის ფეისბუქის პირად გვერდზე, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნი შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაცია 1-2 ოქტომბერს გააზიარეს.