aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თავდამსხმელი, რომელიც გოგონას მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაადგილებას აიძულებდა, დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის და იძულების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ღამით, რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ამავე კორპუსის მაცხოვრებელ გოგონას შეყვა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაადგილებას აიძულებდა. გოგონამ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და გ.მ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა. შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

გამოძიება ძალადობის და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....