ბიზნესმენის შვილის, გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში შემდეგი სასამართლო სხდომა 13 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება.
ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან 3 გაათავისუფლეს, ესენი არიან: ოთარ გელაძე, ნიკა ქავთარაძე და მარინა ესაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.