aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან 3 გაათავისუფლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან 3  გაათავისუფლეს, ესენი არიან: ოთარ გელაძე, ნიკა ქავთარაძე და მარინა ესაძე.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს მარინა ესაძეს ქმარს, მამუკა ესაძეს, რომელიც არსებული ინფორმაციით გატაცების ორგანიზატორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

 

იტვირთბა....