ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

წულუკიანი – მირზა სუბელიანსა და ყველა პატიმარს ვუსურვებ გამძლეობას

„ბატონმა სუბელიანმა, რადენიმე დღის წინ, სამწუხაროდ, ნამდვილად სცადა თვითმკვლელობა, თუმცა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების თანამშრომლებმა ის დროულად გადაარჩინეს. არამხოლოდ ამ უბედურების თავიდან აცილებისთვის, არამედ იმ ტიტანური შრომისთვის, რასაც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი და თანამშრომლები ეწევიან, მინდა მადლობა გადავუხადო. სამხარაულის ბიურომ ექსპერტიზა დროულად ჩაატარა და დაადგინა, რომ კისრისა და ხელების არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილზე პატიმარს ჰქონდა სისხლნაჟღენთები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრალდებულ მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

წულუკიანის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მირზა სუბელიანის ცემის ფაქტი.

ღელვის საფუძველი არ არის. ერთადერთი ის მაღელვებს, რომ მოცემული პატიმარი ფსიქოლოგიურად და ემოციურად მშვიდად იყოს. მირზა სუბელიანსა და ყველა პატიმარს, ვინც არ უნდა იყოს ის, ვუსურვებ გამძლეობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....