aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში, გალავანზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სიღნაღის მერია ჯარიმას აღარ გადაიხდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

რაიონულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე-18 საუკუნის გალავანზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სიღნაღის მერიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული 12 000 ლარის ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევს.

მოსამართლე პაატა ნოზაძემ საქმის წარმოება შეწყვიტა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმის გადახდა მხოლოდ სამშენებლო კომპანია „ინსტალპლიუსს“ დაეკისრება. კომპანიას, რომელიც სიღნაღის მერიის დაკვეთით, მე-18 საუკუნის ისტორიული თაღის ტერიტორიაზე მდებარე დენდროლოგიური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა და თაღი შეღება.

შეგახსენებთ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქის ისტორიულ გალავანზე უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოები ჩაატარა, რის გამოც 12 000 ლარით დაჯარიმდა.

იტვირთბა....