იტალიური მედიის ცნობით, ქალაქ ბარიში, სან-ნიკოლას ტერიტორიაზე 31 წლის, ქართველის ცხედარი იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, მოკლულია, რადგან მას სხეულზე დაზიანებები აქვს მიყენებული.
ქართველი ემიგრანტების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მიზეზი მათთვის უცნობია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო სამინისტროში განუცხადეს, იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაშია ადგილობრივ სამართლადამცავებთან. მათივე ინფორმაციით, ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა.