დიპლომატ მამუკა გამყრელიძის განცხადებით, კოჰაბიტაცია ცუდი სიტყვა არ არის, ხოლო წინა ხელისუფლების დროინდელი სპეციალისტები, რომლებიც იმისთვის გამოიზარდნენ, რომ კარგი სპეციალისტები დამდგარიყვნენ, სამსახურიდან არ უნდა გააგდონ.
“ბევრი უვარგისი არ უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ არიან მოხელეები, რომლებზეც სახლემწიფომ ფული დახარჯა, რომ ეს ხალხი გამოეზარდა და მათგან სერიოზული სპეციალისტები ჩამოეყალიბებინა, ეს ხალხი არ უნდა გააგდონ, იმ ხალხმა უნდა იმუშაოს, სახელმწიფოზე მუშაობენ და არა პარტიაზე”- ამის შესახებ გამყრელიძემ “რეაქციაში” განაცხადა.