ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გვეძახდნენ, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით, მაგრამ დღეს ის ციხეშია”

ხორავას ქუჩის გამოძიების ფარგლებში დაკავებული, მირზა სუბელიანისა და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძის ფარულ აუდიოჩანაწერებს გიორგი გახარია გამოეხმაურა.

აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს მისი შეტყობინებების შს მინისტრისთვის გადაცემას სთხოვს.

გიორგი გახარია ოპონენტებს აკრიტიკებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება მირზა სუბელიანს იცავდა და არ დააკავებდა. მინისტრის თქმით, სუბელიანი დაკავებულია და სასამართლო განაჩენს ელოდება.

„შსს და მე არ ვვაჭრობთ ჩემი თანამშრომლების თანამდებობებით, ეს ერთი, მეორე, ასე გვეძახდნენ ზუსტად, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით, მაგრამ მირზა სუბელიანი დღეს არის პატიმარი და რამდენსაც გადაწყვეტს ქართული სასამართლო იჯდება ზუსტად იმდენი. მირზა სუბელიანის დაკითხვის საფუძველი გახდა ჩვენება ბოლო სასამართლო პროცესზე, როდესაც საერთოდ მოწმეებმა, რომლებიც იყენებდნენ დუმილის უფლებას, ბრალდებულებმა, საერთოდ ახსენეს ეს სახელი.

შსს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს მე არ მაქვს არანაირი უფლება და არანაირი სურვილი, დეტალებზე ვისაუბრო ამ საქმეზე, მხოლოდ და მხოლოდ, იმ მიზეზის გამო, რომ ვართ არჩევნების კონტექსტში და ეს ყველაფერი კეთდება არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე. გარწმუნებთ, რომ ყველა ამ შეკითხვაზე იქნება როგორც სამართლებრივი პასუხი მიცემული, ასევე პოლიტიკური პასუხი მას შემდეგ, რაც შსს ქვეყანასთან ერთად ჩაატარებს მშვიდ, უსაფრთხო გარემოში არჩევნებს და მივიღებთ იმ შედეგს, რომელსაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს,“ – განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....