მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ინტერესდება მხოლოდ იმით, რომ საკანში შესული პარლამენტარის ჩაწერა მოხდა. ის ამბობს, რომ ჩანაწერები ციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებმა” გააკეთეს. ვიქტორ ჯაფარიძის გაღიზიანება დღეს “რუსთავი 2”-ის მიკროფონის დანახვამაც გამოიწვი
„აი ეს მიკროფონი მომაშორეთ, რატომ უნდა მომაშოროთ იცით? აი ესენი წერენ და ამათმა იციან რა სიბინძურეებში გახვიეს მთელი ქვეყანა. ეს არის მათი მეთოდი, მაგრამ ხალხს ვერ მოატყუებთ თქვენი ბინძური მეთოდებით და ჩაწერებით. აღარავის არ სჯერა თქვენი ჩაწერების.
გაინტერესებთ რამდენჯერ შევედი? 5-ჯერ თუ 6-ჯერ შევედი. კიდევ მოითხოვენ ჩემს შესვლას კიდევ შევალ. არამარტო მირზა სუბელიანთან, ნებისმიერი სვანთან. რა მნიშვნელობა აქვს, ვინც მოითხოვს ჩემს შესვლას საპყრობილეში იმასთან შევალ. რა მაქვს ამის პრობლემა. მისი მოთხოვნით შევდიოდი თვითონ მირზა სუბელიანის და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნით შევდიოდი და გიმეორებთ, მე 14-შიც შევედი კვირას იმიტომ, რომ მქონდა ინფორმაცია, რომ მძიმე სტრესულ მდგომარეობაში იყო და ყველას გეკითხებით თქვენ, ადამიანი რომლის შვილის გამოც ორი ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩადო თავისმა ოჯახმა, ამდენი ოჯახი გაუბედურდა, თვითონ პროკურატურის პოლკოვნიკი განმარტოებულ საკანში დაენგრა ოჯახი წარმოიდგინეთ თქვენ თქვენი თავი, არ იქნება სტრესის ქვეშ?! მე ვთვლი რომ არასერიოზული სტრესის ქვეშ მყოფი, აგონიაში მყოფი ადამიანის სიტყვები იყო ეგა და ჩავთვალე არასერიოზულად. ახლა მეუბნებიან ტყუილი თუ იყოო… არასერიოზული და ტყუილი ერთი არ არის?! თქვენ უნდა კითხულობდეთ იმას, რომ როგორ მოხდა რომ პარლამენტის წევრი შევიდა საპყრობილეში პატიმართან და ეს არის ჩაწერილი. მაგრამ თქვენ ეძებთ სენსაციას. რა სენსაციას ეძებთ? ეგ უნდა იყოს სენსაცია, რომ ვინ ჩაწერა პარლამენტარის საუბარი პატიმართან,“-განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
"ეს მიკროფონი მომაშორეთ" – ვიქტორ ჯაფარიზე "რუსთავი 2"-ზე საუბრობს
"ეს მიკროფონი მომაშორეთ" – ვიქტორ ჯაფარიზე "რუსთავი 2"-ზე საუბრობს
Gepostet von Rustavi 2 am Donnerstag, 18. Oktober 2018